საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

© Sputnik / STRINGERპოლიცია „სარფის“ საბაჟოზე
პოლიცია „სარფის“ საბაჟოზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2026
გამოწერა
ბრალდებულის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველო-თურქეთის საღვარზე დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სკანერის საშუალებით, სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0