თურქეთი, თურქეთის რესპუბლიკა – ტრანსკონტინენტალური ქვეყანა ევრაზიაში. თურქეთის დედაქალაქია ანკარა. თურქეთის მოსაზღვრე ქვეყნებია საბერძნეთი, ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი, ირანი, ერაყი, სირია. აკრავს ზღვები: ეგეოსის, შავი და ხმელთაშუა ზღვები, ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი ერთად ქმნიან თურქეთის სრუტეებს. ორ კონტინენტზე სტრატეგიული მდებარეობის გამო თურქეთის კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციათა უნიკალური ნაზავია. ქვეყანამ ბოლო საუკუნეებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. თურქეთი დემოკრატიული, სეკულარული, უნიტარული, კონსტიტუციური რესპუბლიკაა. სახელმწიფო მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც უფრო ცერემონიული როლი აკისრია. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია პრემიერ–მინისტრი და მინისტრთა საბჭო, ანუ მთავრობა. საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს ერთპალატიანი პარლამენტი. თურქეთი არის გაეროს, ბისეკის, OSCE–ს, დიდი ოციანის და სხვა ორგანიზაციების დამფუძნებელი წევრი, ნატოს წევრი. თურქეთის ტერიტორია ადმინისტრაციულად დაყოფილია 81 პროვინციად. ქვეყნის უდიდესი ქალაქი, ფინანსური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია სტამბული.

გაეცანით სიახლეებს ინდოეთის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0