https://sputnik-georgia.com/20261002/saqartvelo-da-turqeti-ganatlebis-sferosi-tanamsromlobas-gaazliereben-300944879.html
საქართველო და თურქეთი განათლების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
საქართველო და თურქეთი განათლების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
Sputnik საქართველო
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. 02.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-02T22:03+0400
2026-10-02T22:03+0400
2026-10-03T01:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300940858_0:136:2048:1288_1920x0_80_0_0_4ed806554ade559feb8726177a42ca59.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე.დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და თურქული ენების შესწავლის ხელშეწყობას.თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და თურქეთის განათლების მინისტრები ან მათ მიერ უფლებამოსილი მაღალი რანგის თანამდებობის პირები.სამუშაო ჯგუფი შეთანხმებით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევს და მიღწეული შედეგების შეფასებაზე იმუშავებს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/02/300940858_76:0:1973:1423_1920x0_80_0_0_4093320f338d7ad40dbdcd68c36825da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , თურქეთი
საქართველო და თურქეთი განათლების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ
22:03 02.10.2026 (განახლებულია: 01:33 03.10.2026) თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრმა იუსუფ თექინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
„შეთანხმება ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას და მოსწავლეებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაფართოებასა და სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებაზე.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და თურქული ენების შესწავლის ხელშეწყობას.
თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და თურქეთის განათლების მინისტრები ან მათ მიერ უფლებამოსილი მაღალი რანგის თანამდებობის პირები.
სამუშაო ჯგუფი შეთანხმებით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევს და მიღწეული შედეგების შეფასებაზე იმუშავებს.