საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© Sputnik / STRINGERსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედება.
სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი".
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0