https://sputnik-georgia.com/20261110/kobaxidzem-turq-xaqlxs-miusamzimra-301633665.html
კობახიძემ თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარი გამოუცხადა
კობახიძემ თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარი გამოუცხადა
Sputnik საქართველო
თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება 9 ნოემბერს მოხდა, რის შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 13 ადამიანი. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T14:13+0400
2026-11-10T14:13+0400
2026-11-10T14:13+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_98af624390d614d749bb0a2f9148103a.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო მიუსამძიმრა. თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება 9 ნოემბერს მოხდა, რის შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 13 ადამიანი. „ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება სამრეწველო დანადგარის შეცვლის სამუშაოების დროს მოხდა. ქარხანაში ამწე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა გაზსადენი, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის დროს ქარხანაში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, Habas-ის ფოლადის ქარხანაში აფეთქების მიზეზსა და პასუხისმგებელი პირების ვინაობას გამოძიება დაადგენს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_64f691e273ed23633d8634dc17c594d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, შემთხვევები, ახალი ამბები
კობახიძემ თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო სამძიმარი გამოუცხადა
თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება 9 ნოემბერს მოხდა, რის შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 13 ადამიანი.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო მიუსამძიმრა.
თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება 9 ნოემბერს მოხდა, რის შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 13 ადამიანი.
„ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება სამრეწველო დანადგარის შეცვლის სამუშაოების დროს მოხდა. ქარხანაში ამწე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა გაზსადენი, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის დროს ქარხანაში დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, Habas-ის ფოლადის ქარხანაში აფეთქების მიზეზსა და პასუხისმგებელი პირების ვინაობას გამოძიება დაადგენს.