სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

© photo : courtesy of MIA Border Police of Georgiaსაქართველოს სასაზღვრო პოლიცია
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2026
გამოწერა
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „გორგაძეთის“ დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ქვეითად უკანონოდ ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს.
ერთმა ბრალდებულმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება.
ყველა ახალი ამბავი
0