ქვრივიშვილი გაეროს COP31 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2026
გამოწერა
საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და თურქეთი სუფთა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობას მიიღებს მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივისადმი (GGFCI) მიძღვნილ მინისტერიალში, რომელიც ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართება.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას ანტალია 9-20 ნოემბრის პერიოდში უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრები განიხილავენ თურქეთის ინიციატივას ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მდგრად განვითარებასა და მათ მიერ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
ინიციატივა ითვალისწინებს ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ციფრული და მულტიმოდალური კავშირების განვითარება, ასევე მწვანე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
გარდა ამისა, COP31-ის ფარგლებში ქვრივიშვილი აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის ენერგეტიკისა მინისტრებთან ერთად ხელს მოაწერს შეტანხმებას „აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ".
ანტალიაში ასევე იმყოფება საქართველოს ჯანდაცვისბ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატსა და პანელურ დისკუსიაში, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა. მან ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან.
მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერება და ციფრული მედიცინის განვითარება.
მინისტრთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.
ყველა ახალი ამბავი
0