ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი მუქარის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0