თურქეთში მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა

© Courtesy of Ministry of Internal Affairმიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2026
გამოწერა
დაკავებული პირის ესკორტირება "სარფის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელდა, სადაც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.
თბილისი, 6 ნოემბერი - Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს და საქართველოდან გააძევეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ლოკაცია, სადაც აღნიშნული პირი შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა, რაც "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაძევების საფუძველია.
ასევე დადგინდა, რომ დაკავებული პირი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათ შორის: განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვის, დაკავებისთვის თავის არიდების მიზნით ჩადენილი მკვლელობის, ქრთამის მიცემის, მუქარისა და თაღლითობის ბრალდებით.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებული პირის ესკორტირება "სარფის" სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განახორციელეს, სადაც იგი შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.
ყველა ახალი ამბავი
0