https://sputnik-georgia.com/20261110/kavelashvili-gaeros-klimatis-cvlilebis-konperenciashi-miigebs-monawileobas-301639942.html
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik საქართველო
ყაველაშვილი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით 11 ნოემბერს მიმართავს. 10.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-10T19:37+0400
2026-11-10T19:37+0400
2026-11-10T19:37+0400
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
გაერო
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299166880_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_2b30548ca2191c388a7000361ef69353.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას ანტალია 9-20 ნოემბრის პერიოდში უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება. საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს. მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ანტალიაში ასევე იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. ის მონაწილეობას მიიღებს მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივისადმი (GGFCI) მიძღვნილ მინისტერიალში, რომელიც ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართება. ანტალიაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც. კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატსა და პანელურ დისკუსიაში, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერება და ციფრული მედიცინის განვითარება. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია არის ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი გლობალური სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები, გარემოსდამცველები და ექსპერტები კლიმატის კრიზისთან ბრძოლის გზებსა და ახალ ვალდებულებებზე მსჯელობენ. წელს კონფერენციის მთავარი განსახილვევლი საკითხებია გლობალური დათბობის 1.5°C ფარგლებში შენარჩუნება, წიაღისეული საწვავიდან მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და კლიმატური დაფინანსების მექანიზმების გადახედვა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299166880_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_66eb5b2dd4d538d32cca845da25f11e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, გაერო, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, გაერო, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
ყაველაშვილი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით 11 ნოემბერს მიმართავს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას ანტალია 9-20 ნოემბრის პერიოდში უმასპინძლებს. ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.
მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.
ანტალიაში ასევე იმყოფება საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. ის მონაწილეობას მიიღებს მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივისადმი (GGFCI) მიძღვნილ მინისტერიალში, რომელიც ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართება.
ანტალიაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც. კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატსა და პანელურ დისკუსიაში, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებს მიეძღვნა. მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის ცვლილების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერება და ციფრული მედიცინის განვითარება.
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია არის ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი გლობალური სამიტი, სადაც მსოფლიო ლიდერები, გარემოსდამცველები და ექსპერტები კლიმატის კრიზისთან ბრძოლის გზებსა და ახალ ვალდებულებებზე მსჯელობენ. წელს კონფერენციის მთავარი განსახილვევლი საკითხებია გლობალური დათბობის 1.5°C ფარგლებში შენარჩუნება, წიაღისეული საწვავიდან მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და კლიმატური დაფინანსების მექანიზმების გადახედვა.