სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება: კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე და რეჯებ თაიიფ ერდოღანი
ირაკლი კობახიძე და რეჯებ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საკითხი განიხილეს.
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შორის შეხვედრის განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ (Turkevi) გაიმართა.
კობახიძე ნიუ-იორკში 20 სექტემბერს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას - გენასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას ორგანიზებით ჩატარდა. კობახიძე სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველო და თურქეთი
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყბნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ესაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. 2026 წლის იანვარ-აპრილში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 1 095 347.3 ათასი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0