ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირი, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების, ბანკის ან საკრედიტო დაწესებულების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0