საქართველოს პროკურატურა თურქეთის მოქალალქეს სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებას ედავება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2026
გამოწერა
ბრალდებულმა სხვა პირის ყალბი პასპორტი და თითქოსდა მესაკუთრის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა გამოიყენა და დაზარალებულის კომპანიის 100%-იანი წილი და ორგანიზაციაზე აღრიცხული ქონებები, მოტყუებით გადაიფორმა საკუთარ სახელზე, აღნიშნავენ პროკურატურაში.
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწქყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების სქემა შეიმუშავა.
კერძოდ, ბრალდებულმა სხვა პირის ყალბი პასპორტი და თითქოსდა მესაკუთრის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა გამოიყენა. ამ დოკუმენტების ნოტარიუსთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გზით, დაზარალებულის კომპანიის 100%-იანი წილი და ორგანიზაციაზე აღრიცხული ქონებები, მოტყუებით გადაიფორმა საკუთარ სახელზე.
განზრახვის საბოლოოდ განსახორციელებლად, ბრალდებულმა, უკანონოდ დაუფლებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდა მესამე პირზე.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კომპანიასა და მის აქტივებს, რითაც დაზარალებულს 2.120.000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
ვინაიდან ბრალდებულს გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0