ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

© Sputnik / STRINGERპოლიცია სარფის საბაჟოზე
პოლიცია სარფის საბაჟოზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2026
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობის ან მიწოდება-გასაღების ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0