https://sputnik-georgia.com/20261014/zurab-djaparidze-turqetis-aeroportshi-daakaves-301154831.html
ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
Sputnik საქართველო
ჯაფარიძე სტამბულის გავლით ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) ლიდერთა სამიტზე. 14.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-14T17:00+0400
2026-10-14T17:00+0400
2026-10-14T17:00+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276809115_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_718df5c0baa2e1df2b96eea46691bc82.jpg
თბილისი, 14 ოტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსმა გაავრცელა. ჯაფარიძის ინფორმაციით, Renew Europe-ის მიწვევით ის ბრიუსელში მიფრინავდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო ლიდერების სამიტში, დაკავების მიზეზი კი თურქეთში შესვლის აკრძალვა გახდა, რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) გაავრცელა, რომლის წევრიცაა ჯაფარიძის პარტია. ორგანიზაციის განცხადებით, ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს. მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ. „ვწუხვართ, რომ ვერ შეძლებს მონაწილეობას Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში. ვწუხვართ, რომ კვლავ ხორციელდება ასეთი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და მოძრაობებზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ეძებენ“, – ნათქვამია ALDE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა და განაცხადა, რომ პროკურატურას თურქეთისთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია, ზურაბ ჯაფარიძეს აკრძალვოდა საზღვრის გადაკვეთა. ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან 2025 წლის დეკემბერში, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას პატიმრობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი. 2025 წლის ნოემბერში ჯაფარიძეს ახალი ბრალდებებიც წარუდგინეს - „საბოტაჟისა“ და „უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოს დატოვება მხოლოდ პროკურატურის თანხმობით შეუძლია. კერძოდ, ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მასზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც ქვეყნიდან გასვლა ყოველ ჯერზე საგამოძიებო უწყებისგან წინასწარ ნებართვას მოითხოვს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/12/276809115_177:158:1102:852_1920x0_80_0_0_d67ec2f924686a2846ffbb153b6b7e10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია
ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
ჯაფარიძე სტამბულის გავლით ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) ლიდერთა სამიტზე.
თბილისი, 14 ოტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსმა გაავრცელა.
ჯაფარიძის ინფორმაციით, Renew Europe-ის მიწვევით ის ბრიუსელში მიფრინავდა, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო ლიდერების სამიტში, დაკავების მიზეზი კი თურქეთში შესვლის აკრძალვა გახდა, რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან მოქმედებს.
„თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერია სანერვიულო“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE) გაავრცელა, რომლის წევრიცაა ჯაფარიძის პარტია. ორგანიზაციის განცხადებით, ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს. მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ.
„ვწუხვართ, რომ ვერ შეძლებს მონაწილეობას Renew Europe-ის ლიდერთა სამიტში. ვწუხვართ, რომ კვლავ ხორციელდება ასეთი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და მოძრაობებზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ეძებენ“, – ნათქვამია ALDE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურა და განაცხადა, რომ პროკურატურას თურქეთისთვის არ მიუმართავს და არ მოუთხოვია, ზურაბ ჯაფარიძეს აკრძალვოდა საზღვრის გადაკვეთა.
ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან 2025 წლის დეკემბერში, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას პატიმრობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი.
2025 წლის ნოემბერში ჯაფარიძეს ახალი ბრალდებებიც წარუდგინეს - „საბოტაჟისა“ და „უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოს დატოვება მხოლოდ პროკურატურის თანხმობით შეუძლია. კერძოდ, ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მასზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც ქვეყნიდან გასვლა ყოველ ჯერზე საგამოძიებო უწყებისგან წინასწარ ნებართვას მოითხოვს.