https://sputnik-georgia.com/20261025/acharashi-sakoveltao-natloba-chatarda-301350248.html
აჭარაში პატრიარქის ნათლული 1,3 ათასამდე ადამიანი გახდა
აჭარაში პატრიარქის ნათლული 1,3 ათასამდე ადამიანი გახდა
Sputnik საქართველო
პატრიარქმა საყოველთაო ნათლობა ზემო აჭარაში, სხალთის ეპარქიაში - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის ეზოში ჩაატარა 25.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-25T20:39+0400
2026-10-25T20:39+0400
2026-10-25T20:49+0400
საქართველო
აჭარა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. დღეს ზემო აჭარაში მოინათლა 1,3 ათასამდე ადამიანი, ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, რადგან საეკლესიო საიდუმლოებებში მთელი ეკლესია მონაწილეობს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აჭარაში გამართულ საყოველთაო ნათლობის შემდეგ.პატრიარქმა საყოველთაო ნათლობა ზემო აჭარაში, სხალთის ეპარქიაში - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის ეზოში ჩაატარა, რის შემდეგაც ნათლულები დალოცა - აღსაყდრების შემდეგ, შიო მესამე მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს.შიო III-მ თავის ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნათლობის საიდუმლო სულიერი აღორძინებისა და ქრისტეს ეკლესიასთან შეერთების უმნიშვნელოვანესი გზაა.როგორც შიო მესამე ბრძანა, საქართველოს გაქრისტიანება პირველ საუკუნეში სწორედ აჭარიდან დაიწყო, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, აჭარაში ხალხმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაბრუნება დაიწყო და ამაში დიდი დამსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნის.„ჩვენ ყველანი, დიდი საეკლესიო ოჯახი, დღეს ამ ახალ ნათელღებულებს შევხვდით ემბაზთან ნათლიების მსგავსად და ისინი მივიღეთ ჩვენს დიდ საეკლესიო ოჯახში ჩვენს ახლობლებად. ამიტომ ხარობს დღეს მთელი ეკლესია. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული „დღეს ახალნათელღებულებლნი აღარ არიან მხოლოდ შვილნი ხორცთანი, არამედ ღვთის სასუფევლის შვილები გახდნენ“,- აღნიშნა პატრიარქმა.მაღალმთიან აჭარაში საყოველთაო ნათლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
აჭარაში პატრიარქის ნათლული 1,3 ათასამდე ადამიანი გახდა
20:39 25.10.2026 (განახლებულია: 20:49 25.10.2026) პატრიარქმა საყოველთაო ნათლობა ზემო აჭარაში, სხალთის ეპარქიაში - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის ეზოში ჩაატარა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. დღეს ზემო აჭარაში მოინათლა 1,3 ათასამდე ადამიანი, ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, რადგან საეკლესიო საიდუმლოებებში მთელი ეკლესია მონაწილეობს, განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აჭარაში გამართულ საყოველთაო ნათლობის შემდეგ.
პატრიარქმა საყოველთაო ნათლობა ზემო აჭარაში, სხალთის ეპარქიაში - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის ეზოში ჩაატარა, რის შემდეგაც ნათლულები დალოცა - აღსაყდრების შემდეგ, შიო მესამე მაღალმთიან აჭარას პირველად სტუმრობს.
შიო III-მ თავის ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნათლობის საიდუმლო სულიერი აღორძინებისა და ქრისტეს ეკლესიასთან შეერთების უმნიშვნელოვანესი გზაა.
„ნათლობის საიდუმლოება, მოგეხსენებათ, არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან განთავისუფლების, ეშმაკის ტყვეობისგან განთავისუფლების. მაგრამ, პირველ ყოვლისა ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში. თუ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და შეურყევლად ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება, ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელებს და საქართველო გაძლიერდება და გამთლიანდება", - განაცხადა შიო მესამემ.
როგორც შიო მესამე ბრძანა, საქართველოს გაქრისტიანება პირველ საუკუნეში სწორედ აჭარიდან დაიწყო, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, აჭარაში ხალხმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაბრუნება დაიწყო და ამაში დიდი დამსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეკუთვნის.
„ჩვენ ყველანი, დიდი საეკლესიო ოჯახი, დღეს ამ ახალ ნათელღებულებს შევხვდით ემბაზთან ნათლიების მსგავსად და ისინი მივიღეთ ჩვენს დიდ საეკლესიო ოჯახში ჩვენს ახლობლებად. ამიტომ ხარობს დღეს მთელი ეკლესია. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული „დღეს ახალნათელღებულებლნი აღარ არიან მხოლოდ შვილნი ხორცთანი, არამედ ღვთის სასუფევლის შვილები გახდნენ“,- აღნიშნა პატრიარქმა.
მაღალმთიან აჭარაში საყოველთაო ნათლობას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.