ბათუმში სასურსათო მაღაზიიდან პროდუქტები მოიპარეს: დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
დაკავებული არასრულწლოვნები ბათუმში სხვადასხვა დროს მომხდარ ქურდობის კიდევ რამდენიმე ფაქტშიც ფიგურირებენ.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც პროდუქცია მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია სავაჭრო ობიექტში განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0