https://sputnik-georgia.com/20261026/batumshi-binebze-motxovna-mcirdeba-301355887.html
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა მცირდება - ახალი მონაცემები
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა მცირდება - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები შემცირდა 11,6%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8,8%-ით. 26.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-26T15:37+0400
2026-10-26T15:37+0400
2026-10-26T15:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/86/246358671_0:109:3257:1941_1920x0_80_0_0_ebf1fd638e37d7cf44712ca53ddb7d6d.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,4%-ით შემცირდა - გაიყიდა 1.614 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 0,9%-ით და 107 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები შემცირდა 11,6%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8,8%-ით.გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5,2%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.408 დოლარი შეადგინა.პირველად ბაზარზე ეს მაჩვენებელი 10,7%-ით შემცირდა, მაშინ როცა მეორად ბაზარზე, პირიქით, 9,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.2025 წელს ბათუმში 16.596 ბინა გაიყიდა, რაც 14,9%-ით მეტი ბინა 2024 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 32,6%-ით გაიზარდა და 978,6 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/86/246358671_262:0:2993:2048_1920x0_80_0_0_b8bdd940af0798069c673c177cac0845.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, აჭარა , ახალი ამბები
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა მცირდება - ახალი მონაცემები
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები შემცირდა 11,6%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8,8%-ით.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის სექტემბერში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,4%-ით შემცირდა - გაიყიდა 1.614 ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 0,9%-ით და 107 მლნ დოლარი შეადგინა.
როგორც ძველ, ისე ახალი პროექტებში უცხოელი მყიდველების წილმა 48% შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები შემცირდა 11,6%-ით, ძველი ბინების შემთხვევაში კი 8,8%-ით.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5,2%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1.408 დოლარი შეადგინა.
პირველად ბაზარზე ეს მაჩვენებელი 10,7%-ით შემცირდა, მაშინ როცა მეორად ბაზარზე, პირიქით, 9,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთ ძვირადღირებულ პროექტში ტრანზაქციების ერთდროული რეგისტრაციით. ამ პროექტის გათვალისწინების გარეშე, საშუალო შეწონილი ფასი პირველად ბაზარზე 4,6%-ით გაიზარდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.
2025 წელს ბათუმში 16.596 ბინა გაიყიდა, რაც 14,9%-ით მეტი ბინა 2024 წელთან შედარებით. ბაზრის მოცულობა 32,6%-ით გაიზარდა და 978,6 მილიონი დოლარი შეადგინა.