აჭარის 2027 წლის ბიუჯეტი: ვინ რამდენს მიიღებს

© Sputnik / Seyran Baroyanაჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2026
გამოწერა
წინა წელთან შედარებით რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 57 მლნ ლარით გაიზარდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის ბოუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 1,059 მლნ ლარს შეადგენს, იუწყება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
წინა წელთან შედარებით რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 57 მლნ ლარით გაიზარდა.
უწყების ინფორმაციით, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 130 მილიონი ლარით, ანუ 16,25%-ით გაიზარდა და 930 მილიონ ლარს შეადგენს.
აჭარის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარადგინა.
ბიუჯეტის გადანაწილება
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება და 97 მილიონ ლარს შეადგენს.
2027 წლის ბიუჯეტში ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 42 მილიონი ლარით გაიზრდება და 215 925 000 ლარს მიაღწევს.
განათლების სამინისტროს დაფინანსება 7 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 126,037 მლნ ლარი იქნება.
კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზრდება და 54 მილიონ ლარს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება 1 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება და 42 მილიონ ლარს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0