https://sputnik-georgia.com/20261103/acharashi-mandarinis-sezonistvis-shtabi-gaixsna-301522180.html
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
წელს რეგიონში 40-45 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა. 03.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-03T15:45+0400
2026-11-03T15:45+0400
2026-11-03T15:45+0400
საქართველო
აჭარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883363_0:110:3077:1841_1920x0_80_0_0_c16953febc233747af3a379712c99dcc.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ე.წ. ნარინჯისფერი რთვლისთვის ემზადებიან - სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე გაიხსნა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, აჭარაში 40-45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით უზრუნველყოფს.ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მიზანი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია, მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სეზონთან დაკავშირებული საკითხების შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად გადაწყვეტაა.აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია კილოგრამზე 0,35 თეთრს შეადგენს, ხოლო საწარმო დამატებით 5 თეთრს გადაიხდის. შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი კილოგრამზე 0,40 თეთრი იქნება.სეზონის განმავლობაში მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის - 1501-ის საშუალებით შეეძლებათ. საკოორდინაციო შტაბი საქმიანობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს. საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0f/262883363_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_f8ffe4890725199cc1453307e13069ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები
„ნარინჯისფერი რთველი“: აჭარაში ციტრუსის მოსავლის დასაბინავებლად სპეციალური შტაბი ამოქმედდა
წელს რეგიონში 40-45 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ე.წ. ნარინჯისფერი რთვლისთვის ემზადებიან - სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით აჭარაში უკვე გაიხსნა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის საპროგნოზო მონაცემებით, აჭარაში 40-45 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტული ნაყოფის გადამუშავებას ქობულეთში მდებარე ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით უზრუნველყოფს.
„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხოლო მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოებს შეუფერხებლად მუშაობის საშუალება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, მოსავალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული და ფერმერებმა წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია შეძლონ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის მიზანი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, საზღვაო და სახმელეთო ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია, მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სეზონთან დაკავშირებული საკითხების შესაბამის უწყებებთან კოორდინირებულად გადაწყვეტაა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდია კილოგრამზე 0,35 თეთრს შეადგენს, ხოლო საწარმო დამატებით 5 თეთრს გადაიხდის. შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი კილოგრამზე 0,40 თეთრი იქნება.
სეზონის განმავლობაში მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის - 1501-ის საშუალებით შეეძლებათ. საკოორდინაციო შტაბი საქმიანობას 1-ელ თებერვლამდე გააგრძელებს.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ქართული ციტრუსის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და უკრაინა.