საქართველოში ახალ სასწავლო წელს 564,8 ათასზე მეტი მოსწავლე მიუჯდება სკოლის მერხს, რომელთაგან დაახლოებით 60,3 ათასი პირველკლასელია. ყველა მოსწავლე უფასოდ მიიღებს სახელმძღვანელოებსა და სამუშაო რვეულებს. გარდა ამისა, პირველკლასელებს ნეთბუქები დაურიგდებათ. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა.