თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველო“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მკითხველს ვიდეოს — „პირველკლასელის თვალით დანახული სკოლა“ სთავაზობს. ვიდეოსიუჟეტში პატარები, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი, პასუხობენ კითხვაზე „ რას ნიშნავს სკოლა?“
Sputnik-ის სახუმარო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სკოლების პირველკლასელებმა, რომლებიც სააგენტოს კორესპონდენტებმა სკოლის ეზოებში შეკრებისას გაიცნეს. ვიდეო-გამოკითხვა გახდა ნაწილი „Sputnik საქართველოს“ თემატური რუბრიკის, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ინფოგრაფიკას. ინფოგრაფიკის მეშვეობით კი მშობლები სასარგებლო რჩევებს ეცნობიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ და რა თანხა იქნება ამისთვის საჭირო, ასევე ინფორმაციას ქვეყანაში თანამედროვე სასკოლო განათლების სისტემის შესახებ.
რუბრიკაში მკითხველის ყურადღებას მიიპყრობს ფსიქოლოგ ბაკო მაგულარიას რჩევები იმ ბავშვების მშობლებისთვის, რომლებაც შვილები სკოლაში წელს პირველად გაუშვეს.
რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „პროექტი „Sputnik საქართველო“ შესაძლებლობას იძლევა სასწავლო წელი ყველაზე გულწრფელი, გულღია და მიუკერძოებელი მოსწავლეების თვალით დაგანახონ. ანუ იმ ბავშვების თვალით, ვინც სკოლის ზღურბლი წელს პირველად გადააბიჯა. ჩვენი სურვილია, რომ ვიდეომ სკოლის პერიოდი, ბავშვობა გაგახსენოთ — ყველაზე ნათელი და სასიამოვნო პერიოდი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში“.
საქართველოში ახალ სასწავლო წელს სკოლები 564,8 ათასზე მეტ მოსწავლეს მიიღებენ, რომელთაგან 60,3 ათასი პირველკლასელი იქნება. ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოები და სამუშაო რვეულები, პირველკლასელებს კი ნეთბუქები გადაეცემათ.
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში 2085 სახელმწიფო სკოლაა.
Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.