თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გადაღებული სელფით შეუძლიათ მოიწონონ თავი.
სახელმწიფოს მეთაური დღეს ამ გიმნაზიას ეწვია, მიულოცა ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებები უსურვა. მარგველაშვილი პირადად გაესაუბრა მოსწავლეებს. ბავშვებმა კი დრო არ დაკარგეს და პრეზიდენტთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს სასწავლო წელი დაიწყო, რომელიც 10 ივნისამდე გაგრძელდება. წელს საქართველოს 2 ათასზე მეტმა სკოლამ თავისი კარი 565 ათას მოსწავლეს გაუღო. მათგან 60 ათასი პირველად მიუჯდება სასკოლო მერხს.
საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი ბავშვებისთვის.