საქართველოში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუშაობა განახლდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovსკოლა
სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 2 ათასზე მეტმა სკოლამ თავისი კარი 565 ათას მოსწავლეს გაუღო.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, რომელიც მომავალი წლის 10 ივნისამდე გაგრძელდება. არდადეგები ბავშვებს ორჯერ — ახალ წელსა და აღდგომის დღესასწაულზე ექნებათ.

სასკოლო განათლების სისტემა

წელს საქართველოს 2 ათასზე მეტმა სკოლამ თავისი კარი 565 ათას მოსწავლეს გაუღო. მათგან 60 ათასი პირველად მიუჯდება სასკოლო მერხს.

საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა უფასოა როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი ბავშვებისთვის.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში ელექტრონული ჟურნალები დაინერგება

საქართველოში 300-ზე მეტი სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სწავლა მთლიანად უცხო ენაზე მიმდინარეობს. აქედან 131 სკოლაში სწავლა სომხურ ენაზე, 121-ში — აზერბაიჯანულ, ხოლო 60 სკოლაში — რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

ასევე, წელს ქართულ სკოლებში სიახლე დაინერგა — ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს 400 სკოლაში არამარტო ტრადიციული, არამედ ელექტრონული ჟურნალები იქნება გამოყენებული, რომელშიც პედაგოგები შეიყვანენ გაკვეთილებზე დასწრების, მოსწავლეების შეფასებისა და გამოცდების შესახებ მონაცემებს.

პირველ ეტაპზე ელექტრონულ ჟურნალებს იმ სკოლებში დანერგავენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს საპილოტე პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

ელექტრონული ჟურნალების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

ამასთან,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი 20 სკოლა, მათ შორის ხუთი თბილისში, სარემონტო სამუშაოების გამო, ახალ სასწავლო წელს ორკვირიანი დაგვიანებით დაიწყებს.

© Sputnik / Maria Tsimintiaსასკოლო განათლება საქართველოში
სასკოლო განათლება საქართველოში - Sputnik საქართველო
სასკოლო განათლება საქართველოში

 

ყველა ახალი ამბავი
0