საქართველოს სკოლებში ელექტრონული ჟურნალები დაინერგება

© Flickr/ Lucélia Ribeiroმოსწავლეები
მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ სკოლების მშობლები, სადაც ელექტრონული ჟურნალები დაინერგება, თავიანთი შვილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს 400 სკოლაში არამარტო ტრადიციული, არამედ ელექტრონული ჟურნალები იქნება გამოყენებული, რომელშიც პედაგოგები შეიყვანენ გაკვეთილებზე დასწრების, მოსწავლეების შეფასებისა და გამოცდების შესახებ მონაცემებს, ნათქვამია საქართველოს საგანმანათლებლო ვებგვერდზე edu.aris.ge.

ელექტრონული ჟურნალების საშუალებით სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და თავად მშობლები ნებისმიერ დროს შეძლებენ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და საშინაო დავალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას. 

გაკვეთილი - Sputnik საქართველო
ფსიქოლოგის რჩევები: როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის?

იმ სკოლების პედაგოგებმა, სადაც ელექტრონული ჟურნალები დაინერგება, შესაბამის ტრენინგები უკვე გაიარეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებლების ელექტრონულ ჟურნალში მუშაობის მონიტორინგს განახორციელებს, რითაც გამოვლინდება აღნიშნული სიახლის დადებითი და უარყოფითი ნიუანსები, რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში კი უწყება დროულად აღმოუჩენს პედაგოგებს დახმარებას.

პირველ ეტაპზე ელექტრონულ ჟურნალებს იმ სკოლებში დანერგავენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს საპილოტო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ,

ელექტრონული ჟურნალების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. 

© Sputnik / Maria Tsimintiaსასკოლო განათლება საქართველოში
სასკოლო განათლება საქართველოში - Sputnik საქართველო
სასკოლო განათლება საქართველოში

 

 

ყველა ახალი ამბავი
0