სკოლის მოსწავლეებს ცხოვრებას შეუმსუბუქებენ

© photo: Sputnik / Besik Pipiaსკოლა ახალი სასწავლო წელი
სკოლა ახალი სასწავლო წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრო უფრო მსუბუქ სახელმძღვანელოებს გამოუშვებს და კომპანია Microsoft-თან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებს შეიმუშავებს.

თბილისი, 19 აგვისტო— Sputnik. საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 2017 წლიდან მოსწავლეების მშობლებს ახალი სახელმძღვანელოების შექმნას დაპირდა, რათა სკოლის ზურგჩანთები შეამსუბუქოს.

ასე გამოეხმაურა მინისტრი მოსწავლეების მშობლების ჩივილებს თავის ტრადიციულ  ვიდეომიმართვაში, რომელიც სამინისტროს  Facebook-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ახლა ახალი სამუშაო რვეულებისა და სახელმძღვანელოების გრიფირება მიმდინარეობს,  ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციები გავიარეთ და სკოლის ჩანთის საერთო წონა შევზღუდეთ…სამწუხაროდ, ამ წლის სექტემბრიდან, როდესაც ჩვენი ბავშვები სკოლაში წავლენ, ჯერ ისევ ძველი სახელმძღვანელოები იქნება, ხოლო მომავალი წლის სექტემბრიდან ბავშვების ჩანთები გაცილებით უფრო მსუბუქი გახდება“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების სამინისტრო ასევე კომპანია Microsoft-თან ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნაზე მუშაობს. როგორი წიგნებით (ელექტრონული ან ქაღალდის) ისწავლიან მოსწავლეები, გადაწყვეტენ მშობლები.

თერაპევტი ძაღლი - Sputnik საქართველო
წააკითხეთ ბავშვებს წიგნები... ძაღლებისთვის და განიკურნებიან, ანუ ოთხფეხა ექიმები

„ვფიქრობ, რომ  XXI საუკუნეში მოსწავლეებს ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ:  ელექტრონული წიგნი, რომელიც ჩატვირთვადი იქნება ლეფტოპში, კომპიუტერში და ნებისმიერ სხვა მოწყობილობაში და ასევე ქაღალდის წიგნი. ზოგიერთ ქვეყნებში მშობლები წყვეტენ, რომ სკოლაში მათმა შვილებმა ელექტრონული წიგნებით  იმუშაონ, სახლში კი ქაღალდის წიგნებით“, — აღნიშნა ჯეეჯლავამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სკოლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ბედნიერი და სრულფასოვანი ადამიანის ჩამოყალიბება, რათა მან ცხოვრებაში რეალიზაცია იპოვოს და სავსე და დატვირთული ცხოვრებით იცხოვროს.

 

ყველა ახალი ამბავი
0