საქართველოში სკოლები, შესაძლოა, ისევ ათწლიან სწავლაზე გადავიდნენ

© Pixabay / 12019სასწავლო მერხები
სასწავლო მერხები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწავლო ათწლიანი კურსის დასრულების შემდეგ, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში ენდომება სწავლის გაგრძელება, გარკვეული ქულების საფუძველზე შეეძლება მომდევნო ორწლიან ეტაპზე გადასვლა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლები უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ისევ ათწლიან სწავლებაზე გადავიდეს. ეს ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ქვემო ქართლის პედაგოგებთან შეხვედრისას გაახმოვანა.

განათლების მინისტრი ქვეყნის მასშტაბით ხვდება პედაგოგებს.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში "თავისუფალი გაკვეთილი" დაინერგება

„შეხვედრაზე რამდენიმე ინიციატივა იყო გახმოვანებული. პირველი: რომ მომავალში ხუთი წლის ბავშვები შეძლებენ მოსამზადებელ კლასში მოხვედრას და იქ სწავლას პირველ კლასამდე; მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მომეჩვენა, რომ სწავლა შესაძლოა ათწლიანი გახდეს, ხოლო ათი წლის შემდეგ, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში ენდომება სწავლის განგრძობა, გარკვეული ქულების საფუძველზე შეეძლება მომდევნო ორწლიან ეტაპზე გადასვლა“, — თქვა მარნეულის №2 სკოლის დირექტორმა შორენა ხოხუამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე ათასამდე პედაგოგს შეხვდა, მაგრამ პროცესს იქამდე განაგრძობს, სანამ თითოეულისგან არ მოისმენს, რა აწუხებთ და რის შეცვლა სურთ განათლების სისტემაში.

„დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი შეძლებს, რომ ღირსეულად აღზარდოს ჩვენი შვილები მომავალში, როგორც ამას ადრე აკეთებდა… ჩვენს სკოლებში ძალიან ბევრი პრობლემაა და ეტაპობრივად, მასწავლებლებთან ერთად, გადავჭრით ამ პრობლემებს“, თუმცა დადებითი ცვლილებები უკვე ძალიან მალე გვექნება“ — განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ: სასკოლო განათლება საქართველოში დღეს სამ ეტაპად იყოფა: საწყისი (1-დან მე-6 კლასის ჩათვლით), საბაზისო: (მე-7 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით) და საშუალო (მე-10 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით).

© Sputnik/მარია ციმინტიასასკოლო კალკულატორი
სასკოლო კალკულატორი - Sputnik საქართველო
სასკოლო კალკულატორი

 

ყველა ახალი ამბავი
0