საქართველოში 60 ათასზე მეტი პირველკლასელი სასწავლო წლის დაწყებას ელოდება

© photo: Sputnik / Бесик Пипияპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველკლასელებს, სახელმძღვანელოებისა და სამუშაო რვეულების გარად, ნეთბუქები გადაეცემათ.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელს 564,8 ათასზე მეტი მოსწავლე გააგრძელებს სწავლას, რომელთაგან 60,3 ათასი პირველკლასელია, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე დაყრდნობით.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
სკოლის მოსწავლეებისათვის სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტების კონკურსი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო ეტაპი 15 სრქტემბერს დაიწყება.

ყველა მოსწავლე სამუშაო რვეულებსა და სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. პირველკლასელებს ასევე გადაეცემათ ნეთბუქები.

სამინისტროს სახელმძღვანელოებისა და სამუშაო რვეულების შეძენა 2,7 მლი აშშ დოლარზე მეტი დაუჯდათ, რომელთა სკოლებისთვის გადაცემაც 14 სექტემბერს დასრულდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 2085 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0