2017 წლიდან სკოლებში ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან

© https://www.facebook.com/mes.gov.ge/სახელმძღვანელოები
სახელმძღვანელოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებები არ შეეხება უცხო ენების სახელმძღვანელოს, რადგან ის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. 2017 წლის სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში ახალი წიგნები გამოჩნდება, რომლებშიც პედაგოგების რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრ ჯეჯელავას განმარტებით, 2017 წლის სექტემბრისთვის პირველიდან მეექვსე კლასების ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა იგეგმება. შეიცვლება სახელმძღვანელოების როგორც იერი, ისე შინაარსი.

ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს განათლების მინისტრი სკოლების დირექტორთა საბჭოს შექმნის

„მე პირობა მივეცი პედაგოგებს, რომ სანამ სახელმძღვანელოები მათთან მოხვდება, მანამ საშუალება ექნებათ, ნახონ და ცვლილებები შეიტანონ მასში. მე პირობას გაძლევთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ვინც მივა სკოლაში, მათ დახვდებათ თვისობრივად, შინაარსობრივად უფრო მაღალი რანგის და კლასის სახელმძღვანელო“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებები უცხო ენის სახელმძღვანელოს არ შეეხება, რადგან ის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ჯეჯელავას მიაჩნია, რომ მეშვიდე კლასელთათვის საბუნებისმეტყველო საგანში გაერთიანებული სახელმძღვანელოთი სწავლების საკითხი განსაკუთრებულ  ყურადღებას საჭიროებს. მისი აზრით, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ერთი სახელმძღვანელოთი სწავლების საკითხი უნდა გადაიხედოს. 

განათლების მინისტრი - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგინა

„ჩვენ მომავალი წლიდან ახალი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას ვერ შევძლებთ, მაგრამ პროცესი მიდის იქითკენ, რომ საგნები უნდა გაიყოს და სპეციალისტმა ასწავლოს თითოეული მიმართულება. ამის პირობა შემიძლია მოგცეთ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მანამდე განათლების მინისტრმა 2017-2023 წლებში I-VI კლასების სასწავლო პროგრამა წარმოადგინა.

უწყება პირობას დებს, რომ ეროვნულ სასწავლო პროგრამაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოთხოვნები, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა და განათლების სფეროს თანამედროვე ტენდენციები იქნება გათვალისწინებული.

ყველა ახალი ამბავი
0