განათლების მინისტრმა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგინა

© FB/ Александр Джеджелаваგანათლების მინისტრი
განათლების მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრომ, ახალ სასწავლო გეგმაზე მუშაობის პროცესში, შვიდი განვითარებული ქვეყნის სასწავლო გეგმა შეისწავლა და ქართულ სასწავლო გეგმას შეადარა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 2017–2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგინა, რომელიც სრულად არის ორიენტირებული კონკრეტული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
ახალი გეგმა იმგვარი სასწავლო გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მოსწავლეს, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები. ამ მიზნის მისაღწევად მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, მასწავლებელს მიეცემა საშუალება, ცალკეული მოსწავლის განვითარების ტემპს მოარგოს საგანმანათლებლო პროცესი, გაითვალისწინოს ცალკეული მათგანის ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლები, სწავლის სტილი, პირადი გამოცდილები და აკადემიური საჭიროებები.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა თსუ–ის სტუდენტებისგან პირველი დავალება მიიღო

„ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენი ზოგადი განათლების სისიტემის ხერხემალია… ჩვენი ქვეყანა იცვლება, იცვლება განათლების სისტემა, იცვლებიან ადამიანები, ტექნოლოგიები, იცვლება ყველაფერი და, შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია შარშანდელი მეთოდებით ვასწავლოთ დღევანდელ ბავშვებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ ინტერნეტის სამყაროში“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, განსაზღვრავს რა, როდის და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში. გეგმა პერიოდულად განახლდება და მოსწავლეებისა და მასწავლებლების საჭიროებების გარდა, საერთაშორისო პრაქტიკასა და განათლების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
რა გეგმები აქვს განათლების ახალ მინისტრს

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობისას სამინისტრომ სახელმძღვანელოებში დაშვებული შეცდომები შეისწავლა და სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლებისა და ორგანიზაციების რეკომენდაციები და შეხედულებები გაითვალისწინა. ასევე შეისწავლა შვიდი განვითარებული ქვეყნის სასწავლო გეგმა და ქართულ სასწავლო გეგმას შეადარა.

ახალი სასწავლო გეგმით განათლების სამინისტროს მოაზროვნე, შემოქმედებითი, ნაკითხი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდა სურს.

სასწავლო გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.

ყველა ახალი ამბავი
0