თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს უმაღლესი განათლების მოწინავე კერად გადაქცევას გეგმავს.
ჯეჯელავას განათლების მინისტრად პარასკევს დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე თამარ სანიკიძე შეცვალა.
„ჩვენ გვექნება პრეტენზია გავხდეთ ასე ვთქვათ, უმაღლესი განათლების მოწინავე მიმწოდებელი რეგიონში და ასევე გავხდეთ ევროპის ნაწილი აზიისა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის“, — განაცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გარდა ამისა, მინისტრი საშუალო განათლების დონის ამაღლებას გეგმავს.
„ვფიქრობთ, რომ პედაგოგების განვითარებისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს და ვეცდებით სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები დავნერგოთ“, —აღნიშნა ჯანელიძემ.
პირველ სამუშაო დღეს ახალი მინისტრი აბიტურიენტებსა და სტუდენტებს შეხვდა.