განათლების ახალი მინისტრი საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

© FB/ Академия управленияალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრე ჯეჯელავა კმაყოფილია უწყების თანამშრომელთა მუშაობით და ყოფილი მინისტრის გუნდის დათხოვნას არ აპირებს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. მეცნიერების და განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების და მეცნიერების ახალი მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა. მან ამ პოსტზე თამარ სანიკიძე შეცვალა, რომელიც სამინისტროს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, — განაცხადა განათლების მინისტრმა.

ჯეჯელავას თქმით, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. 

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა

ახალმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დრეისათვის საქართველოს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ განათლების სფეროში ლიდერი იყოს ყველა მიმართულებით. 

უწყების ხელმძღვანელმა განათლების სისტემის განვითარების სამი მიმართულება დაასახელა  სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, ქართველი სტუდენტების უცხოეთში და უცხოელი სტუდენტების საქართველოში განათლების მხარდაჭერა ასევე სიახლეების დანერგვა პროფესიულ განათლებაში. 

თავის მხრივ უკვე ყოფილმა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაწყვეტილებას ლოგიკური უწოდა  და განაცხადა, რომ თავის მომავალ გეგმებს საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობს, რაც უფლებამოსილების გადაბარებას დაასრულებს. 


ყველა ახალი ამბავი
0