ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა

© FB/ Академия менеджиментаალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ მინისტრს მდიდარი გამოცდილება აქვს როგორც განათლების, ისე მენეჯმენტის სფეროში.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე მოაწერა ხელი ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრად დანიშვნის ბრძანებას.

„ ეს არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარების შესახებ“, —  ასე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას განათლების სფეროს განსავითარებლად ახალი ხედვები სჭირდება.

„ვფიქრობ, დღეს ჩვენ ნამდვილად გვჭირდება უკვე განათლებული ხედვები ჩვენი განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის“ — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
თამარ სანიკიძემ თანამდებობა დატოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა დაიბადა 1973 წელს, სწავლობდა №1 ექსპერიმენტულ, შემდეგ კი „კომაროვის სკოლად“ ცნობილ №199 საჯარო სკოლაში, რომელიც 1990 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა.

იმავე წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე.

ჯერ კიდევ სტუდენტმა, 1993 წელს მუშაობა დაიწყო  საქართველოს ეროვნულ ბანკში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.

ალექსანდრე ჯეჯელავას ასევე აქვს „ინტელექტ ბანკში“ ჯერ IT განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ კი გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობის გამოცდილება. 

მოგვიანებით მას „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაც შესთავაზეს ჯერ IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით.

2010 წლის ბოლოს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა „მართვის აკადემია“ — ტრენინგ-ცენტრი მოქმედი მენეჯერებისთვის.

ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0