თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თამარ სანიკიძის სავარძელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა დაიკავებს.
„თამარი შორს არ მიდის, ის ჩვენს გუნდში რჩება. უახლოეს დღეებში ჩვენ მის ახალ თანამდებობაზე გვექნება საუბარი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ალექსანდრე ჯეჯელავა მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ.