დღეს, საქართველოს მასშტაბით სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სკოლებში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა. Sputnik-მა პირველკლასელებს კითხვით — „რა არის სკოლა?“ მიმართა და გაესაუბრა.
თითოეული პირველკლასელისა და მათი მშობლებისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. ამ სადღესასწაულო და დაუვიწყარ დღეს მოსწავლეები, ძირითადად, სასკოლო ფორმებში — თეთრი ზედა და შავი ქვედა სამოსი — არიან გამოწყობილი. გოგონებს ბაფთები უმშვენებთ თმებს, ბიჭებს კი ხელში თაიგული უჭირავთ.
სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების მხრიდან ისმის მოლოცვები და სურვილები. სკოლა — ეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, სადაც ბავშვები სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობას სწავლობენ, ეცნობიან მსოფლიო კულტურასა და ისტორიას, სწავლობენ დავალების შესრულებას და ფიზიკური პროცესების გაგებას, ყველაზე პატარები კი სწავლობენ კითხვას, წერას და დათვლას.