საქართველოში რომის პაპის ვიზიტი 30 სექტემბერსაა დაგეგმილი. პაპი ფრანცისკის ვიზიტი დევიზით „მშვიდობა თქვენდა“ გაიმართება. ვიზიტის პირველ დღეს რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
პაპი ფრანცისკი მომდევნო დღეს, შაბათს, 1 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პაპი წმინდა მესას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ ის, მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკე სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდება. დასასრულს, დაათვალიერებს მცხეთასა და სვეტიცხოველს. რომის პაპი ფრანცისკი 2 ოქტომბერს საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.