თბილისში რომის პაპი ჩამოდის: ვიზიტის პროგრამა

© AP Photo / Gregorio Borgiaრომის პაპი ფრანცისკი
რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანცისკ I, მას შემდეგ, რაც რომის პაპი გახდა, 22 ქვეყანაში იმყოფებოდა. პარასკევს იგი საქართველოს ეწვევა.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკ I თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში 30 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. მისალმების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეწვევა. იმავე საღამოს პრეზიდენტის სასახლის ეზოდან ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიესალმება.

რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო
საქართველო რომის პაპის მოლოდინში

იმავე საღამოს დაგეგმილია პაპისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში. ამის შემდეგ ფრანცისკ I ასირიულ–ქალდეურ კათოლიკურ თემს შეხვდება. მომდევნო დღეს, შაბათს, 1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პაპი წმინდა მესას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ ის მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკე სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდება. დასასრულს დაათვალიერებს მცხეთასა და სვეტიცხოველს. კვირას, 2 ოქტომბერს, გამომშვიდობების ცერემონიის შემდეგ რომის პაპი ბაქოში გაემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0