საქართველო რომის პაპის მოლოდინში

© AP Photo / Andrew Medichiniრომის პაპი ფრანცისკი
რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პონტიფიკოსს ვიზიტის დატვირთული პროგრამა აქვს. იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება, ქვეყნის პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჩაატარებს მესას სტადიონზე და ეწვევა კათოლიკურ ეკლესიას.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ფრანცისკი პარასკევს საქართველოს სამ დღიანი ვიზიტით ეწვევა. პონტიფიკოსი საქართველოს პირველად სტუმრობს. ქართველი კათოლიკებისთვის  - ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. 

პირველად რომის პაპი იოანე პავლე II  საქართველოში 17 წლის წინ ჩამოვიდა — 1999 წლის ნოემბერში. მაშინ მან ღამე უსახლკაროთა თავშესაფარში გაათია, პაპი ფრანცისკი კი თბილისში თავის კანონიერ რეზიდენციაში — ვატიკანის საელჩოში განთავსდება. პაპის ვიზიტის დევიზი — Pax vobis (მშვიდობა თქვენდა) იოანეს სახარებიდანაა აღებული. ვიზიტის ლოგოტიპზე გამოსახულია სტილიზებული ჯვარი, რომელიც ფორმით წმინდა ნინოს ჯვარს მოგვაგონებს. ყვითელი და წითელი ფერები ვატიკანისა და საქართველოს დროშების ფერებია.

რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
რამაზ საყვარელიძე: რომის პაპის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს

თბილისში რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება, ასევე ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. 

© ვატიკანის პრეს–სამსახურირომის პაპის საქართველოში ვიზიტის ლოგოტიპი
რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ლოგოტიპი

პაპი ფრანცისკი მესას ჩაატარებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომელიც 27 ათას მაყურებელს იტევს.

ვიზიტის ღირსშესანიშნავი ღონისძიება იქნება თბილისში არსებული ასირიულ-ქალდეური ეკლესიის მონახულება. თბილისში პირველად ასირიულ-ქალდეური ლიტურგია 1995 წელს ჩატარდა, ხოლო მისია 1996 წელს დაფუძნდა.

იოანე პავლე  II - Sputnik საქართველო
როგორ გაათია ღამე რომის პაპმა თბილისის უსახლკაროთა თავშესაფარში

რომის პაპის ვიზიტი საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. კათოლიკობა საქართველოში ჯერ კიდევ XIII საუკუნეში გაჩნდა, თუმცა საყოველთაო გავრცელება ვერ ჰპოვა.მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში თითქმის 20 ათასი კათოლიკეა. შედარებისათვის, მართლმადიდებლები საქართველოში 3 მილიონზე მეტს შეადგენენ, როდესაც მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია.

პირველი კათოლიკური ეკლესია საქართველოში 1808 წელს თბილისში, კაპუცინების ქუჩაზე აშენდა(ამჟამად გია აბესაძის ქუჩა). ახლა ეს რომაულ-კათოლიკური საკათედრო ტაძარია. სწორედ მას მოილოცავს ფრანცისკი, სადაც შეხვდება კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებსა და კამილიელთა ორდენის დახმარების ცენტრის ბენეფიციარებს, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს.

რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქოს რომის პაპის წინააღმდეგ გამოსვლები მიუღებლად მიაჩნია

არის თბილიში კიდევ ერთი კათოლიკური ეკლესია. ის 1880 წელს ქართველმა მეცენატმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა ააშენა. მისმა ვაჟმა  კი — სტეფანე ზუბალაშვილმა, მამის გარდაცვალების შემდეგ კათოლიკური ეკლესია ბათუმში ააშენა. მისი მშენებლობა 1902 წელს დასრულდა.

პონტიფიკოსის ვიზიტი საქართველოს მოსახლეობის ნაწილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. პაპის ვიზიტის მოწინააღმდეგეებმა თბილისში ვატიკანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, მათ თემატურ ვებ-გვერდებზე კათოლიციზმის საწინააღმდეგო სტატიები გაჩნდა.

ამავე დროს საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში რომის პაპის ვიზიტს მიესალმება. განცხადებაში ნათქვამია, რომ პონტიფიკოსის მიერ თბილისში მესის აღსრულება არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მართლმადიდებლების კათოლიკეებად მოქცევის მცდელობა.


ყველა ახალი ამბავი
0