თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. პორტალ „Sputnik-საქართველოს“ მკითხველთა დიდი ნაწილი — 38.1% რომის პაპი ფრანცისკის ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობის მოვლენად აფასებს, ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც ვებგვერდმა ჩაატარა.
როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, მკითხველთა 4.8%-ისთვის პაპის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში საკრალური მოვლენაა, ხოლო 33.3% განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის საქართველოში ჩამობრძანებას.
შეგახსენებთ: რომის პაპი ფრანცისკი საქართველოში დღეს, 30 სექტემბერს ჩამობრძანდა დევიზით „მშვიდობა თქვენდა“. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.