რომის პაპი: საქართველო არის ხიდი, რომელიც ხალხებს აკავშირებს

© photo: Sputnikრომის პაპი ფრანცისკე
რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ პირველი შეხვედრა პონტიფიკოსმა პრეზიდენტის სასახლეში გამართა.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ხიდად გვევლინება, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ღირებულებების წყალობით, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ევროპულ ცივილიზაციაში, განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა ქვეყნის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ პირველი შეხვედრა პონტიფიკოსმა პრეზიდენტის სასახლეში გამართა.

რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო
რომის პაპი თბილისში ჩამოვიდა

„თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია თავისი კულტურითა და ენით, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებში ვლინდება, ქვეყანას ევროპულ ცივილიზაციაში ნაყოფიერ და განსაკუთრებულ ადგილს დაუმკვიდრებს“, — განაცხადა რომის პაპმა, რომლის გამოსვლასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემდა პირდაპირი ეთერით.

პონტიფიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გახლავთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის.

„თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო თავისებურად ბუნებრივ ხიდს წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის, რომელიც აკავშირებს ხალხებს და აიოლებს ურთიერთობებს; ხიდს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იძლეოდა როგორც სავაჭრო ურთიერთობების,  ისე დიალოგის, გამოცდილებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობას სხვადასხვა სამყაროებს შორის“, — ხაზი გაუსვა ფრანცისკ I-მა.

რომის პაპმა მადლობა მოახსენა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მოწვევისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0