რომის პაპი: ბავშვებისგან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ

© FB / Георгий Маргвелашвилиრომის პაპი მესის დასრულების შემდეგ თბილისში
რომის პაპი მესის დასრულების შემდეგ თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომის პაპმა მესაზე ხაზი გაუსვა ქალის განსაკუთრებულ როლს საქართველოში.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. უფალი დიად საქმეებს უბრალო, გულწრფელ და წესიერ ადამიანებთან ახდენს და ეს ესმით ბავშვებს, მიმართა რომის პაპმა ფრანცისკმა მესაზე შეკრებილ ადმიანებს.

„ბავშვებს ღმერთის გაგება არ უჭირთ. ამიტომაც შეუძლიათ ბევრი რამ გვასწავლონ, კერძოდ ის, რომ ღმერთი დიად საქმეებს იმათთან სჩადის, ვინც მას არ ეწინააღმდეგება, ვინც უბრალო, გულწრფელი და ალალია. ამას გვიდასტურებს სახარებაც, სადაც დიდი სასწაულები მცირე საგნებით ხდება: რამდენიმე პურითა და ორი თევზით, მდოგვის მარცვლით, ხორბლის მარცვლით, რომელიც მიწაში კვდება, მხოლოდ ერთი ჭიქა წყლის მიწოდებით, ღატაკი ქვრივის მიერ გაღებული ორიოდე გროშით, უფლის მსახურის, მარიამის მორჩილებით“, — აღნიშნა პონტიფიკოსმა.

რომის პაპმა ხაზი ასევე გაუსვა ქალის განსაკუთრებულ როლს საქართველოში.

„თქვენი უმშვენიერესი ქვეყნის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უდიდეს ფასეულობას, რომლის სახელიცაა ქალი. როგორც წმინდა ტერეზა წერდა, ყრმა იესოს — რომელსაც დღეს ვიხსენებთ — „უფალი ბევრად მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს“. საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც ინახავენ და გადასცემენ რწმენას, რომელიც წმინდა ნინომ შემოიტანა ქართულ მიწაზე. როგორ დედა ღებულობს თავისი შვლების ტვირთს, ისე იღებს უფალი ჩვენს ცოდვებს“, — ხაზი გაუსვა პაპმა ფრანცისკმა.

LIVE რომის პაპის მესა - Sputnik საქართველო
LIVE: რომის პაპი თბილისის სტადიონზე მესას ატარებს

მესის მსვლელობისას რომის პაპმა ზიარებაც ჩაატარა.

კათოლიკურ მღვდელთმსამხურებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დედასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად.

შეგახსენებთ: პონტიფიკოსი თბილისში პარასკევს, 30 სექტემბერს ჩამოვიდა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით. ჩამოსვლის დღეს პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა ასევე ეწვია ასირიულ-ქალდეური კათოლიკურ ეკლესიას თბილისში.

მოგვიანებით პონტიფიკოსი ქართველ კათოლიკე მღვდელთმსახურებსა და კამილიანელების ორდენის დახმარების ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

ყველა ახალი ამბავი
0