LIVE: რომის პაპი თბილისის სტადიონზე მესას ატარებს

გამოწერა

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ფრანცისკი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მესას ატარებს. იხილეთ პირდაპირი ტრანსლაცია.

მოგვიანებით პონტიფიკოსი ქართველ კათოლიკე მღვდელთმსახურებსა და კამილიანელების ორდენის დახმარების ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

შეგახსენებთ: პონტიფიკოსი თბილისში პარასკევს, 30 სექტემბერს ჩამოვიდა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით. ჩამოსვლის დღეს პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა ასევე ეწვია ასირიულ-ქალდეური კათოლიკურ ეკლესიას თბილისში.

ყველა ახალი ამბავი
0