რომის პაპმა მრევლს რწმენის სიმტკიცისკენ მოუწოდა

© FB / Георгий Маргвелашвилиრომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში
რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პაპმა მაგალითად 80 წლის ქართველი ქალბატონი მოიყვანა, რომელსაც სომხეთში შეხვედრია.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა ფრანცისკმა კათოლიკური ეკლესიის მვდელთმსახურებსა და მრევლს რწმენის სიმტკიცისა და მშობლებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდა.

„რწმენის სიმტკიცე ნიშნავს მიიღო ის სხვისგან და გადასცე ის მერე სხვას. ჩვენ ვისაუბრეთ რწმენის სიმტკიცეზე, წარსულსა და ეროვნულ ფასეულობებზე, და რწმენის სიმტკიცე ნიშნავს, კი არ დაგავიწყდეს ის, რაც ისწავლე, არამედ პირიქით, გაამრავლო ის, რაც იცი და გადასცე შვილებს“, — განაცხადა პონტიფიკოსმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურ ეკლესიაში ვიზიტისას.

პაპმა მაგალითად 80 წლის ქართველი ქალბატონი მოიყვანა, რომელსაც სომხეთში შეხვედრია. პონტიფიკოსი გაუოცებია იმ ფაქტს, რომ მიუხედავად ასაკისა, ქალბატონმა 8 საათი გაატარა გზაში იმისთვის, რომ რომის პაპი ენახა.

LIVE: რომის პაპი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურ ტაძარში - Sputnik საქართველო
LIVE: რომის პაპი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურ ტაძარში

„ორი საათის შემდეგ მე კვლავ ვნახე ეს ქალი და ვუთხარი: თქვენ 8 საათი იმგზავრეთ, მერე კიდევ 2 საათი ფეხით იარეთ-მეთქი, რაზეც მან მიპასუხა, რწმენა მატარებდაო“, — თქვა პაპმა ფრანცისკმა.

რომის პაპმა ახალგაზრდობას მოუწოდა, არ გაწყვიტონ ურთიერთობა მშობლებთან და ასევე ბებია-ბაბუებთან.

„რწმენა ფესვების გარეშე, რომელიც არ არის დედაში, ბებიასა და ბაბუაში, არ იზრდება. რწმენა, რომელიც მე მივიღე და რომელიც ახლა უნდა გადავცე ჩემს შვილებს — მრევლს, არ გაიზრდება, თუ არ გავუზიარებ მას სხვებს“, — განაცხადა პონტიფიკოსმა.

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა კათოლიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და კათოლიკური სემინარიის სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

ყველა ახალი ამბავი
0