რომის პაპის საქართველოში ჩამოსვლის მოწინააღმდეგეები აეროპორტში აქციას გამართავენ

© Минэкономики Грузииთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რომის პაპი საქართველოში მართლმადიდებლების კათოლიკეებად მოქცევის მიზნით ჩამოდის.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენლები, ზოგიერთი სამღვდელო პირი და მრევლის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14:00 საათზე საქართველოში რომის პაპის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავენ, განუცხადეს Sputnik-ს აქციის ორგანიზატორებმა.

რომის პაპი ფრანცისკი - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქოს რომის პაპის წინააღმდეგ გამოსვლები მიუღებლად მიაჩნია

აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ რომის პაპი განცხადებით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში სამოციქულო ვიზიტით მოემგზავრება, რათა კათოლიციზმი იქადაგოს.

„ამით ის შეურაცხყოფს ჩვენს მოციქულებს, რომლებიც საქართველოში ქადაგებდნენ. ეს დაუშვებელია და იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენი მოქალაქეები კათოლიკეებად მოაქციონ“, — განაცხადა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენელმა.

საპროტესტო აქცია 21 სექტემბერს თბილისში ვატიკანის საელჩოსთანაც გაიმართა. მაშინ აქციის მონაწილეებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვატიკანის წინამძღოლთან შეხვედრაზე უარის თქმისკენ მოუწოდეს.

ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ რომის პაპის მიერ თბილისში მესის ჩატარება არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც მართლმადიდებლების კათოლიკეებად მოქცევის მცდელობა.

ყველა ახალი ამბავი
0