თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. დაახლოებით ასამდე ადამიანია შეკრებილი თბილისის მიხეილ მესხის სტადიონთან საპროტესტო აქციაზე, სადაც რომის პაპი ფრანცისკი მესას ატარებს.
აქციის მონაწილეთა შორის არიან ქართველი მართლმადიდებელი მღვდელთმსახურები და მათი მრევლი. მომიტინგეებს ქართულ და ინგლისურ ენებზე შედგენილი ლოზუნგები აქვთ გამოფენილი: „ვატიკანი — სულიერი აგრესოტი“, „არქიერეტიკოსო პაპო, მართლმადიდებლურ საქართველოს შენი ჩამოსვლა არ უხარია“.
ამავე პლაკატებით ჩაატარეს მათ აქცია თბილისის აეროპორტში 30 სექტემბერს, როდესაც რომის პაპი თბილისში ჩამოვიდა.
აქციის ორგანიზატორები მანამდე აცხადებდნენ, რომ რომის პაპი შეურაცხჰყოფს მართლმადიდებელ მოციქულებს იმით, რომ თბილისში მესის ჩატარებას აპირებს.
ამის პარალელურად, საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. საპატრიარქოში აღნიშნეს, რომ რომის პაპის მესა არ უნდა აღიქმებოდეს მართლმადიდებლების კათოლიკეებად მოქცევის მცდელობად.