რომის პაპის ვიზიტი საქართველოში 2016: უკანასკნელი ცნობები

© FB / Георгий Маргвелашвилиპაპი ფრანცისკი, ილია მეორე და გიორგი მარგველაშვილი
პაპი ფრანცისკი, ილია მეორე და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ფრანცისკმა საქართველოში თავისი ვიზიტის პირველი დღე დაასრულა. იგი ოფიციალური შეხვედრებითა და მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო დატვირთული.

თავისი ვიზიტი რომი პაპმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრით დაიწყო. მათ მთელი რიგი საკითხები განიხილეს და განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ვატიკანს შორის მყარ დიპლომატიურ ურთიერთობებს, რომელსაც 2017 წელს 25 წელი უსრულდება. 

ქვეყნის პრეზიდენტისაგან პაპა ფრანცისკმა განსაკუთრებული მადლობა მიიღო ვატიკანში წმინდა ნინოს მონუმენტის დადგმისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა ეს ფაქტი შეაფასა როგორც სახელმწიფოებს შორის მყარი ურთიერთობების დასტური. 

თავის მხრივ, რომის პაპმა მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ თავის მიმართვაში საზოგადოების, მთავრობის წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას. 

„თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, თქვენივე კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს თქვენს ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში“. — თქვა 

პაპმა ფრანცისკმა.  

რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში - Sputnik საქართველო
რომის პაპი: პროგრესი მშვიდობის გარეშე შეუძლებელია

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ყველას გულებში უპირველესი ადგილი ეკავოს ადამიანის ბედს, ამ სიტყვის კონკრეტული გაგებით. ”ნებისმიერი განსხვავებულობა – ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური – უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა დაპირისპირებასა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ, რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ”, — განაცხადა რომის პაპმა.

შემდეგ რომის პაპი საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. 

ორი ეკლესიის მეთაურის ისტორიულმა შეხვედრამ მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. ილია მეორემ რომის პაპს საყვარელი ძმა უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და ვატიკანი მომავალშიც ძმურ სიყვარულში იცხოვრებენ. 

რომის პაპი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

„საყვარელო ძმაო ფრანცისკ, მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამობრძანდით და ამით იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას აგრძელებთ, რომელსაც საფუძველი პირველ საუკუნეში ჩაეყარა… ჩვენ ოცი საუკუნის განმავლობაში ვცხოვრობდით ძმურ სიყვარულში და კიდევ ვიცხოვრებთ“, — მიმართა კათალიკოს-პატრიარქმა რომის პაპს.

თავის მხრივ პაპმა ფრანცისკმა ხაზი გაუსვა ილია მეორის როლს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში. 

”თქვენო უწმინდესობავ, მაშინ, როცა თქვენ აღასრულეთ პატრიარქის პირველი ისტორიული ვიზიტი ვატიკანში, თქვენ და რომის ეპისკოპოსმა, მშვიდობის ამბორი მიაგეთ ერთურთს და შეჰპირდით, რომ ილოცებდით ერთმანეთისთვის. ამგვარად გაძლიერდა ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც ჩვენს შორის არსებობდა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან. ეს კავშირები განვითარდა და კვლავაც რჩება ურთიერთპატივისცემისა და გულითად ურთიერთობად, ამის ნათელი დასტურია აქ ჩემი წარმოგზავნილებისა თუ წარმომადგენლების თბილი მიღება. ქართველ მართლმადიდებელთა მიერ გაწეული სასწავლო და კვლევითი საქმიანობა ვატიკანის არქივებსა თუ პონთიფიკალურ სასწავლებლებში, მართლმადიდებლური საკრებულოს არსებობა რომში ჩემი ეპარქიის ერთ-ერთ ეკლესიაში და ადგილობრივ კათოლიკურ საკრებულოსთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით კულტურის სფეროში”, — განაცხადა პაპმა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ რომის პაპს საყვარელი ძმა უწოდა

შეხვედრის დასასრულს ეკლესიის მეთაურებმა ტრადიციული სადღეგრძელოები წარმოთქვეს. 

თავისი ვიზიტის პირველი დღე რომის პაპმა ასირიულ-ქალდეური ეკლესიის მონახულებით დაასრულა. კათოლიციზმის ისტორიაში ეს იყო რომის პაპის პირველი ვიზიტი ამ ეკლესიაში. 

ისტორიული ვიზიტი პონტიფიკოსმა ღვთის მსახურთა დალოცვით დაიწყო, რის შემდეგაც მათთან და მრევლთან ერთად ლოცვა აღავლინა. ამ ვიზიტის სასიამოვნო მოვლენად იქცა მტრედი — სულიწმინდისა და მშვიდობის სიმბოლო, რომელიც რომის პაპმა ეკლესიის ზღურბლიდან ააფრინა. 

შაბათს ქართველ კათოლიკებს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ელით — პაპა ფრანცისკი მესას გამართავს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0