რომის პაპი: პროგრესი მშვიდობის გარეშე შეუძლებელია

© FB / Георгий Маргвелашвилиრომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში
რომის პაპი პრეზიდენტის სასახლეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური იმყოფება. სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, თავის გამოსვლაში მან რეგიონში აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზებზე ილაპარაკა.

თბილისი, 30 სექტემბერი– Sputnik. მდგრადი პროგრესის აუცილებელ წინაპირობას რეგიონის ხალხთა და სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრება წარმოადგენს, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ თავისი პირველი შეხვედრა პონტიფიკოსმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართა. შეხვედრის შემდეგ ის განცხადებით გამოვიდა, რომელშიც აღნიშნა პროგრესი, რომელსაც ბოლო წლებში საქართველომ მიაღწია.

"25 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ამ პერიოდის მანძილზე, კვლავ მოპოვებული სრული თავისუფლების პირობებში, ქვეყანამ ააშენა და განამტკიცა დემოკრატიული ინსტიტუტები, დასახა საყოველთაო და ჭეშმარიტი განვითარების გზები",-განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკმა, რომლის გამოსვლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემოდა.

მისი თქმით, ხანგრძლივი და ჭეშმარიტი მშვიდობისაკენ მიმავალი გზის გასაკვალად კი იმის შეგნებაა საჭირო, რომ სახელმწიფოთა შორის სამართლიანი და სტაბილური ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელი პრინციპები ქვეყნებს შორის კონკრეტულ, მოწესრიგებულ და მშვიდობიან თანარსებობას უნდა ემსახურებოდეს. 

პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: გლობალიზაცია სახიფათოა

"ნებისმიერი განსხვავებულობა – ეთნიკური, ენობრივი, პოლიტიკური თუ რელიგიური – უნდა იქცეს არა წარმოშობილ უთანხმოებათა, დაპირისპირებისა და გაუთავებელ ტრაგედიაში გადაზრდის საბაბად, არამედ, რაც სავსებით შესაძლებელია, ურთიერთგამდიდრების წყაროდ და საყოველთაო სიკეთედ",-თქვა პონტიფიკოსმა.

საამისოდ კი, ყოველ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი სპეციფიკურობის სრულად და სასიკეთოდ გამოყენება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა უნდა მიეცეს მშვიდობიანად იცხოვროს საკუთარ მიწაზე ან დაბრუნდეს იქ, თუ რაიმე მიზეზით მოუწია მისი დატოვება, აღნიშნა მან.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ რომის პაპს საყვარელი ძმა უწოდა

"ვისურვებდი, რომ პასუხისმგებლობის მქონე პირებმა განსაკუთრებით გაითავისონ ამ ადამიანების მდგომარეობა, ეძიონ მათი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები, თუნდაც გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხების პირობებშიც კი. საჭიროა შორსმჭვრეტელობა და სიმტკიცე, რათა განისაზღვროს, თუ რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სიკეთე ხალხთათვის და გაბედულად და გონიერებით მივყვეთ მას",- ხაზი გაუსვა რომის პაპმა ფრანცისკმა.

შაბათს მიხეილ მესხის სტადიონზე პონტიფიკოსი წმინდა წირვას აღასრულებს. ლიტუეგიის შემდეგ, რომელიც წმინდა ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში ჩატარდება, ის ქართველ კათოლიკე მღვდლებს და კამილიელთა ორდენის დახმარების ცენტრის ბენეფიციარებს  შეხვდება.

შემდეგ რომის პაპი ფრანცისკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქტან ილია მეორესთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაემგზავრება. კვირას დამშვიდობების ცერემონიის შემდეგ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0