მღვდელმსახური: საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა

© photo: Sputnikაქცია
აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკლესიის მსახურთა თქმით, საქართველოს პატრიარქი იძულებული იყო, მოეწვია რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპი ფრანცისკი ქვეყანაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეუთანხმებლად მოიწვია, განუცხადა Sputnik-ს წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დავით ისაკაძემ.

„რომის პაპი საქართველოში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისე დაპატიჟა, რომ არ შეუთანხმებია ეს კათალიკოს-პატრიარქთან, რითიც ის უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა“, — განაცხადა ისაკაძემ.

© Sputnikთბილისში რომის პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია იმართება
თბილისში რომის პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია  იმართება - Sputnik საქართველო
თბილისში რომის პაპის ვიზიტის საწინააღმდეგო აქცია იმართება

მისი თქმით, რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი ჩვენ ქვეყანაში არ ჩამოვიდოდა, პატრიარქს რომ არ მოეწვია.

„ჩვენ ვაპროტესტებთ რომის პაპის საქართველოში ვიზიტს, იმდენად, რამდენადაც პაპიზმი კაცობრიობისთვის დიდი სულიერი დაცემაა. პაპიზმმა გაანადგურა მოციქულებისა და დოგმატების სწავლება და თავისი სწავლებით ისეთი მიუღებელი დოგმები და კანონები შემოიღო, რომლებიც ადამიანის სულს კი არ იხსნის, არამედ ღუპავს“, — აღნიშნა მამა დავითმა.

დავით ისაკაძე აცხადებს, რომ ვატიკანის ინფორმაციით, პაპი საქართველოში სამოციქულო მისიით ჩამოდის, ანუ იმისთვის, რათა გვიქადაგოს არა ის, რაც ეკლესიამ გვასწავლა, არამედ პაპების აზრები.

„ჩვენ ვაპირებთ დავესწროთ პაპის თითქმის ყველა შეხვედრას და ასეთივე მშვიდობიანი ფორმებით გავაპროტესტოთ. ეს პრეზიდენტის თვითნებური დაპატიჟება იყო, რომელსაც იმდენი რწმენა და საეკლესიო განათლება არ აქვს, რომ ეს საკითხები გაეთვალისწინებინა. უკეთესი იქნებოდა, თუ ამას პატრიარქს დაეკითხებოდა“, — განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.

მან რომის პაპის ვიზიტი ცხვრების ფარაში მგელს შეადარა.

რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო
რომის პაპი თბილისში ჩამოვიდა

„რაც შეეხება მოწვევას, ცხვრის ფარაში მგელს არ ეპატიჟებიან. ჩვენ სასულიერო პირები ვართ — ისევე როგორც ჩვენი ეკლესიის წინამძღოლი, ეპისკოპოსები — მღვდლები ვართ და უნდა ვიყოთ ის მწყემსები, რომლებიც საკუთარ ცხვრებს მგლებისგან იცავენ“, — აღნიშნა დავით ლასურაშვილმა.

ამის პარალელურად საქართველოს საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. საპატრიარქოში განაცხადეს, რომ რომის პაპის მიერ თბილისში ჩატარებული მესა არ უნდა აღიქმებოდეს ისე, თითქოს პაპი მართლმადიდებლების კათოლიკეებად მოქცევას ცდილობს.

ყველა ახალი ამბავი
0