შეგახსენებთ: პონტიფიკოსი თბილისში პარასკევს, 30 სექტემბერს ჩამოვიდა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით. ჩამოსვლის დღეს პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ასევე ეწვია ასირიულ-ქალდეური კათოლიკურ ეკლესიას თბილისში.
დღეს დილით პონტიფიკოსმა მესა ჩაატარა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემდეგ კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურ ტაძარს ესტუმრა.