ნატო – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია North Atlantic Treaty Organisazion, NATO - ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 29 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო–პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება. ორგანიზაციის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ნატო იცავს მოკავშირეების საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ორგანიზაციაში გადაწყვეტილებებს იღებენ წევრი ქვეყნების კონსენსუსის საფუძველზე. ალიანსის გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს. ნატო დაფუძნდა 1949 წელს.

გაეცანით ახალ ამბებს ნატოს საქმიანობის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0